ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძლიერი სიცხე და ქარი” – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1-4 სექტემბერს ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალი სიცხისა და ძლიერი ქარის გამო, არსებობს ტყის ხანძრების გაჩენის საშიშროება:

“1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება: დაბლობსა და ბარში 33, 38, მთაში 31, 36, სანაპირო რაიონებში 30, 35 გრადუსამდე.1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს”, –  წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

იტვირთბა....