“არა, არ ვმალავ ჩემს სიმპატიებს და ჩემს პოლიტიკურ დაახლოებას მიხეილ სააკაშვილთან. ბევრ საკითხში თანამოაზრეებიც ვართ. გვაქვს შეთანხმება, რომ ქვეყანა გამოსაყვანია მდგომარეობიდან. ახლა ცალკე დგომის და ნავების დრო არ არის, ახლა დიდი გემების დროა, დიდი საზღვაო შეტაკება იქნება საარჩევნოდ და მე ვთვლი, რომ დიდი გემების დრო მოდის.”
გუბაზ სანიკიძე – ყოფილი დეპუტატი.
ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.