ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა, მისი პოზიცია გაუქმდა

თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური, რადგან უკვე შეასრულა საკუთარი მოვალეობა.

მერიის ცნობით, გვარჯალაძემ უკვე შექმნა სტრატეგია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაეცნობა. მათივე თქმით, თბილისის ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელის პოსტი დროებითი იყო და ხსენებული სტრატეგიის შექმნას ემსახურებოდა. შესაბამისად, თბილისს ახალი “ღამის მერი” აღარ ეყოლება.

ცნობისათვის, სერგი გვარჯალაძე ამ თანამდებობას 2018 წლის მარტიდან იკავებდა. “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, მისი ანაზღაურება თვეში დაახლოებით 5 200 ლარს შეადგენდა და 2018-2019 წლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით მან 121 ათასი ლარი მიიღო.

იტვირთბა....