ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 2 “ქართული ოცნების” ოფისის თანამშრომელია

30 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურდა “ქართული ოცნების” ოფისის საწყობის თანამშრომელ ქალს. ამის შემდეგ მასთან მყოფ 5 პირსაც დაუდგინდა კოვიდ-19, რომელთაგან 2 “ქართული ოცნების” ოფისის თანამშრომელია.  მათ შორის არიან დამლაგებელი და სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი.

მიმდინარეობს პარტიის წევრების შემოწმება. PCR ტესტირება ჩაუტარდათ ლიდერებს. ამ დროისთვის, ყველა პასუხი უარყოფითია.

თვითიზოლაციაში რჩება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რადგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს მისი პირადი დაცვის თანამშრომელს.

გუშინვე დაუდასტურდა ვირუსი სახელმწიფო დაცვის სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელმაც სიმპტომებით რუსთავის ცხელების ცენტრს მიმართა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით სახელმწიფო დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელია ინფიცირებული.

იტვირთბა....