ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კანონმდებლობა ზედმიწევნით უნდა აღსრულდეს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა არ მოხდეს, რაც ფიქსირდებოდა წარსულში” – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს მოუწოდებს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ.

ელჩის თქმით, აუცილებელია, კანონმდებლობა ზედმიწევნით აღსრულება იმისთვის, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალაუფლების გადამეტება არ მოხდეს.

“აუცილებელია, კანონმდებლობა ზედმიწევნით აღსრულება იმისთვის, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალაუფლების გადამეტება არ მოხდეს, რაც ფიქსირდებოდა წარსულში, ეს ძალინ მნიშვნელოვანია. უნდა მოხდეს ყველა ზომის მიღება, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს. საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ, დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტორიკაა შესამჩნევი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდ პანდემიის შემდეგ. ეს არის ის საკითხები, რომლის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....