ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჭიათურის მაღაროზე. ამჯერად სამი შვილის მამა” – კაპანაძე

კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჭიათურის მაღაროზე. ამჯერად 46 წლის სამი შვილის მამა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში, გიორგი კაპანაძე ავრცელებს.

როგორც კაპანაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, კობა ჩაფიძე შიეწირა არაადამიანურმა სამუშაო პირობებს, რომ მას ტრაქტორმა გადაუარა.

“კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჭიათურის მაღაროზე. ამჯერად 46 წლის სამი შვილის მამა, კობა ჩაფიძე შიეწირა არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა. მას ტრაქტორმა გადაუარა. აღარ დასრულდა ტრაგედიები ჭიათურის მაღაროებში. ეს, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, მაღაროზე გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.

ასეთი ტრაგედიები იმიტომ ხდება რომ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. კორუფციაში იხრჩობა ქალაქი და არავინ ზრუნავს მაღაროელებზე, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი სიცოცხლით რისკავენ იმისათვის რომ ოჯახი გამოკვებონ. მსგავსი ცინიკური მიდგომა წელსვე უნდა შეიცვალოს. მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ როგორც ღირსეული შემოსავალი, ისე უსაფრთხო სამუშაო გარემო” – წერს გიორგი კაპანაძე.

იტვირთბა....