ფრანგი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი რუსეთის დაზვერვას “ნატო”-ზე საიდუმლო დოკუმენტაციას აწვდიდა – ინფორმაციას ამის შესახებ FINANCIAL TIMES-ი ავრცელებს.
როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს პარლი აცხადებს, ფრანგი სამხედრო ოფიცერი ნატოს ზე საიდუმლო დოკუმენტებს აწვდიდა რუს საიდუმლო აგენტს, რომლის გამოც უცხო ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით იგი დაკავებულ იქნა ფრანგი სამართალდამცავების მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი იტალიის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა და სწორედ აქ აწვდიდა იგი საიდუმლო სამხედრო მასალებს რუსეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ოფიცერს.

