aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამირან გამყრელიძემ ჯიგრულ პონტში ახლობლის შვილს და მის მთელ ოჯახს კარანტინი აარიდა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ამირან გამყრელიძემ ჯიგრულ პონტში ახლობლის შვილს და მის მთელ ოჯახს კარანტინი აარიდა” – ამის შესახებ ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პირები, რომლებიც “ქართულ ოცნებასთან” არიან დაახლოებულები კარანტინს არ გადიან.

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ახერხებენ, კარანტინისთვის თავის არიდებას. კეთდება ვითომ სამუშაო ვიზა, რომლის წყალობით კარანტინისთვის გვერდის ავლა ხდება. ჩავიდნენ მოსკოვში, ქორწილი მოიარეს, ჩამოვიდნენ და გაიკეთეს ტესტირება და კარანტინს გვერდი აუარეს“, – აცხადებს ჟურნალისტი.

ჟორჟოლიანს არ დაუსახელებია ოჯახის ვინაობა, რადგან მიმსი თქმით, ისინი ნაცნობები და ახლობლები არიან.

იტვირთბა....