ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ძა­ლი­ან დაგ­ვი­ან­და ექ­სპერ­ტი­ზა” – ბაჩალიაშვილის კუთ­ვნი­ლ ავ­ტო­მო­ბი­ლს ექ­სპერ­ტი­ზა უტარდება

„ფაქტს ვხე­დავთ, მა­ნამ­დე რაც ხდე­ბო­და. ახ­ლაც ნა­ხავთ რო­გო­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა, გა­ვი­გებთ ცოტა ხან­ში. იმე­დი არ მაქვს, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ ამა­ზეც, ავ­ტო­მო­ბი­ლის აღ­მო­ჩე­ნი­დან 1 კვი­რა­ში უკვე ვი­თხოვ­დით ექ­სპერ­ტი­ზას. ხომ ხე­დავთ, თვალ­წინ არის ყვე­ლა­ფე­რი – კვა­ლის წაშ­ლა, ხე­ლის და­ფა­რე­ბა. ძა­ლი­ან დაგ­ვი­ან­და ექ­სპერ­ტი­ზა, 45 დღე გა­ვი­და უკვე, დროს სპე­ცი­ა­ლუ­რად წე­ლა­ვენ და ვის აფა­რე­ბენ ხელს არ ვიცი.”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

ამის შესახებ მან რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში, მისი შვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპერ­ტი­ზის და­წყე­ბამდე გა­ნა­ცხა­და.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....