“შაბათს შესული იყო პროკურორი და ითხოვდა ჩვენებას, სამწუხაროა, რომ ამ გზით ცდილობს პროკურატურა ინფორმაციის მიღებას და არ გვატყობინებს დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებზე. გვაქვს უამრავი კითხვა, ასევე შაბათ დღეს არ არის დაშვებული შესვლა და გაურკვეველია, რატომ და ვინ იყო.”
ვასილ მამულაშვილი – ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი სასამართლომ პატიმრობა დატოვა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.