“ყველაზე კარგად მესმის ამ ადამიანის ამ დღეში ყოფნა. ექცევიან უსამართლოდ, მოუკლეს შვილი და მოვედი, რომ მხარი დავუჭირო, სოლიდარობა გამოვუცხადო. მე ყველაზე კარგად ვიცი, რა დღეშია ეს ადამიანი, მესმის გულისტკივილი, მწუხარება, ამიტომაც ვარ ამ ამ აქციაზე”
მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
TV პირველი
ცნობისთვის, ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებაა.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.