“ქვეყნის მტრობის ამაზე ღია დემონსტრირება რთული წარმოსადგენია”, – ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერს გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, წლებია, რაც ირმა ინაშვილსა და მის პარტიას მმართველი გუნდი თავის სასარგებლოდ იყენებს.
„ეს არის პროპუტინისტური პროპაგანდის ხაზი, რომელსაც, სამწუხაროდ, წლებია, ივანიშვილის რეჟიმი თავის სასარგებლოდ იყენებდა. ერთი სისხლი და ხორცი იყვნენ. ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ისინი საქართველოს დაზიანებას.
როდესაც რეალური მტერი გვყავს, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, მის ინტერესებს ატარებენ და უნდათ, მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოს სამხრეთით. ამაზე ღია დემონსტრირება ქვეყნის მტრობის, რთული წარმოსადგენია“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, აჭარაში, “პატრიოტთა ალიანსმა“ განათავსა საარჩევნო ბანერი, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“
ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ 2 ლოკაციაზე განთავსებული პარტიის სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შეადგინა.