“ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, არ მოვასვენებ, სანამ იქნებიან, დისკომფორტი ექნებათ ყოველთვის შექმნილი. აქციების გაგრძელებას ვაპირებ სექტემბრის შუა რიცხვებიდან”
თეონა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის დედა
TV პირველი
ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებაა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.