მთავარი ციტატა

“ჩემი შვილის მკვლელს ვეძებ…” – ბაჩალიაშვილების აქცია პროკურატურასთან

“2 საათზე გვაქვს მთავარ პროკურატურასთან აქცია, 45 დღე გავიდა, არაფერი პასუხი არ არის ჯერ არაფერზე, არცერთ კითხვაზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ გააბათილონ, წაშალონ. ჩემი შვილის მკვლელს ვეძებ, მინდა საქმე გაიხსნას, ესენი აჭიანურებენ, არ აწყობთ, რადგან ჩართული არიან თვითონ, ხელს აფარებენ”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მამა

TV პირველი

ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 30 აგვისტოს გენერალური პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი მოითხოვენ, რომ პროკურატურამ სუსის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროვონ.

შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.

ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....