“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ბათუმში განთავსებულ საარჩევნო ბანერს ეხმაურება.
როგორც ბერძენიშვილი წერს, აღნიშნული ფაქტი რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება.
“რუსული სპეცსამსახურის წვრილფეხობას – ინაშვილი/ თარხან- მოურავის წყვილს გამოუცხვია უკვე რუსული შეკვეთა.
ბათუმში ეს ბანერი ტიპიური რუსული, ჯერ კიდევ სსრკ- ს დროინდელი იდეოლოგიური ნარატივია – აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა და თურქეთი კვლავ წაგვართმევდა, რუსეთი რომ არ გვიცავდეს.
საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს. თუმცა, რაღა დუმს – მისი დასტურითაა ეს ბანერი დადგმული ბათუმში.
თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს. სტრატეგიული პარტნიორია. მისი დღევანდელი ხელისუფალი პრობლემურია ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ თანამედროვე თურქეთისგან მტრის ხატის შექმნა არის საქართველოს მტრობა.
პერიოდულად ანტითურქული კამპანიიის გაჩაღება ამ რუსის შნირების ხელით არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი და პასუხისმგებლობა.
ბიძინამ აიშვა სულ. მალე ლუკაშენკოსავით ავტომატით და ფარაჯითაც მოგვევლინებოდა, რომ დაცლოდა…ვერ მოასწრებს.
იმ რუსული სპეცსამსახურის 8 მილიონის ფარგლებშია ეს ბანერიც თუ ცალკეა დაფინანსებული, ასეთ წვრილმანებს ” ქართული” სუსი ხომ არ გამოეკიდება(((
კანონდარღვევაა ეს ბანერი!!! მოვითხოვთ მის აღებას!!!!
პროვოკატორების ხროვაა ეს დაყმევებული ალიანსიც და მისი პატრონებიც!!!
P.S. ამ წუთებში ირაკლი კუპრაძე საკუთარი ხელით ხსნის მაგ ბანერს. ყოჩაღ!” – წერს ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, აჭარაში, “პატრიოტთა ალიანსმა“ განათავსა საარჩევნო ბანერი, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“
ფაქტთან დაკავშირებით, ბათუმის მერიამ 2 ლოკაციაზე განთავსებული პარტიის სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შეადგინა.