“პატრიოტთა ალიანსმა” აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა – საარჩევნო ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და მათ “პატრიოტთა ალიანსის”, როგორც საარჩევნო სუბიექტის გაუქმება მოსთხოვა.
“გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა – დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას.. კანონი გავალდებულებთ რეაგირება მოახდინოთ!”, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.