პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა – საარჩევნო ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა.
Facebook-ზე გავრცელებულ ფოტომასალას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.
“შმატრიოტები” – ამ წარწერით განათავსა ბანერის ამსახველი ფოტო საკუთარ ფეისბუქგვერდზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირალი კობახიძემ.
გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი – ელენე ხოშტარიაც.
“აი ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს! არაფერი არ ყოფილა გამოსაძიებელი, ტიპები პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
იხილეთ ბანერის ფოტო: