მთავარი ციტატა

“თამუნას მარტო თემური უყვარდა ცხოვრებაში…” – თეონა თამაზაშვილი

“თემურ ჭანუკვაძე ღირსეული პიროვნებაა, აქამდე არ მინდოდა მისი ხსენება, იძულებული გავხდი ამდენი ფსევდოშეყვარებულების ფონზე, თამუნას მარტო თემური უყვარდა ცხოვრებაში, თამუნა იყო ის პიროვნება, ვისაც ერთხელ უყვარდება ცხოვრებაში…”

თეონა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის დედა

TV პირველი, “დღის ამბები”

ცნობისთვის,   საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.

ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციას აანონსებს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....