ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

“ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით!” – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები… ჩვენი მიწების ჩამბარებლები!

ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!!!“ – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი, რომელზეც პარტიის ლიდერები –  დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული, ვარდების მოედანზე საღებავით დააზიანეს.

იტვირთბა....