“ბაჩანას შესახებ საერთოდ არასდროს არაფერი უთქვამს. ეს არის შექმნილი პიროვნებაა, ის ნიკა გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს. ბაჩანა თამარის თანაკურსელი იყო, სულ კურსზე 500-მდე ახალგაზრდა იყო და მათ შორის ერთ-ერთი იყო ბაჩანა. ყველა იცნობდა, როგორც ფსიქოლოგიური გადახრების მქონე ადამიანს, არავისთან მეგობრობდა. ყველა ამბობს, რომ ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ცნობისთვის, როგორც რიტა ზურაბიშვილი აცხადებს, ის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს არ ენდობა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.