“მე ვთვლი, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს ამ საქმეებში, მაგრამ მეორეს მხრივ, შეუძლებელია, რადგან ჩვენ ყველანი საზოგადოების ნაწილი ვართ, ჩვენც ადამიანები ვართ. ვიღაცას ჩვენი მეტად სჯერა, ვიღაცას ნაკლებად, მე მაგალითად ვცდილობ რომ პოლიტიკური მოსაზრებები საჯარო სივრცეში არ დავაფიქსირო, როგორ არ გამაჩნია, გამაჩნია ჩემი აზრი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან უნდა იყოს გამოყოფილი. თუ ჩარევა მოხდება, ეს არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ მთლიანად ამას ვერ ავიცილებთ თავიდან.”
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი – ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი.