გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის – ზ.ხ.-ს სახლში სამართალდამცველები მივიდნენ. პოლიციამ ის მოწყობილობა დალუქა და შესასწავლად წაიღო, რომელზეც ზ.ხ-ს მამა ვარაუდობს, რომ მოსამენი აპარატურაა.
თამაზ ხომასურიძის განცხადებით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. მისი თქმით, მოწყობილობა საძინებელ ოთახში იპოვა და ეჭვი აქვს, რომ ის პოლიციამ დადო.
ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი სასამართლომ პატიმრობა დატოვა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.