19 წლის ფეხბურთლის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა ვარაუდობს, რომ სამართალდამცავებმა მისი სახლის ჩხრეკისას მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს.
როგორც თამაზ ხომასურიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, მის საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
„მე ეს ნივთი აქ არ დამიდია, არც ვიცი რა არის. 2-3 დღის წინ პოლიციამ ჩვენს სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რომელსაც არავინ ესწრებოდა. ჯერ ის უნდა დამტკიცდეს მოსასმენი აპარატურა არის თუ არა, თუმცა ლოგიკას თუ მივყვებით, სხვა ვინ დაამონტაჟა თუ არა მათ. მეგობარმა ივარაუდა, რომ ჩემს სახლში მიმდინარეობდა მოსმენა და სპეციალური მოწყობილობით შევამოწმე სახლში არსებული ყველა დენის წყარო,”- აცხადებს დაკავებულის მამა.
შეგახსენებთ, სამარრალდამცავებმა თამაზ ხომასურიძის სახლში ჩხრეკა რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს.