“დღეს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეომასალა და ინფორმაცია გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ფეიკნიუსს დაესვა წერტილი! ხომ ატყუებდნენ საზოგადოებას, ავტომანქანაში სილუეტი ჩანს, სხვა პირიც ზისო? დეტალურად ვუყურე ვიდეორგოლს და ამოვჭერი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ავტომანქანას მართავს თავად თამარ ბაჩალიაშვილი, ხოლო ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფება. იმედი მაქვს, რომ ასე მწყობრად და თანმიმდევრულად გაცამტვერდება ნაცმედიის ტყუილები და საქმეს ძალიან მალე დაესმება ლოგიკური წერტილი.”
ლევან ნიკოლეიშვილი – ექსპერტი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და ისინი რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.