ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ნახეს “ორბი თაუერსის” კამერის ჩანაწერებში – ახალი დეტალები მსახიობის გარდაცვალების საქმეში

ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილ მსახიობზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, გამოძიებამ “ორბი თაუერსის” იმ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები შეისწავლა, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის დერეფნებშია დამონტაჟებული.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ აპარტამენტს რამდენიმე წუთით ტოვებს ლაშას მეუღლე, დერეფანში კადრში ჩანს თავად მსახიობიც, რომელიც სასტუმროს ნომერში ბრუნდება და კარს კეტავს.

შემდეგ კადრში ჩანს, რომ მსახიობის მეუღლე ძლიერად კარზე აკაკუნებს, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში ლაშა კარს არ აღებს.

საზოგადოებაში გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს მსახიობმა ცოლთან იჩხუბა. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დაღუპულმა წინა დღეს ახლობელს მისწერა, თითქოს არეული იყო და რა უნდოდა თვითონაც ვერ გაერკვია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა კუხიანიძე, რომელიც 12 აგვისტოს დაიღუპა, ბათუმის თეატრის მსახიობი იყო და გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაქორწინდა.

იტვირთბა....