“მას შედეგ, რაც, სამწუხაროდ, ვაშაძემ დატოვა გაერთიანება, სხვა რეალობა შეიქმნა ისნის მაჟორიტარობის ოლქში. ჩემი ერთადერთი მიზანი იქნება მხოლოდ გამარჯვება და “ქართული ოცნების”კანდიდატის დამარცხება. მე ოპოზიციას არ განვიხილავ კონკურენტად, მე კონკურენტად განვიხილავ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს.”
ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა
შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა. ისანში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი, “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე იყრის კენჭს.
“ნაციონალუირ მორაობის” გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში.