„ვუთხარი უკან გამომყევი, როგორც მე ვივლი ისე იარე მეთქი. მითხრა, რომ ამ გზაზე პირველად იყო. მე რომ გამომყოლოდა დათვიჯვრიდან, არაფერი იქნებოდა. იმ ადგილას მე 2-1 სიჩქარით ჩამოვდივარ, ალბათ ის მესამე სიჩქარით ჩამოვდა. რომ გადმოვხედე, შორს იყო უკვე. ეტყობა ტორმუზებმა გაუცხელა. რომ ჩამოვედი გაჩერებული დამხვდა, ვკითხე, რა ხდება მეთქი. „შიტოკს“ უჩხიკინებდა. ვკითხე, ტორმუზებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი, არა, წადი წამოვალო. როცა მანქანას აჩერებ, ისეთი სისტემაა მერე, რომ „ტორმუზი“ უვარდება. არ იცოდა ეტყობა. რომ დაჯდა ალბათ ისევ აიღო სიჩქარე, მაგრამ „ტორმუზებმა“ უმტყუნა.”
რამაზ სებისკვერაძე -მძღოლი, რომელიც შატილში ტრაგიკულად დაღუპულებთან ერთად მეორე მიკროავტობუსით იმყოფებოდა.