ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უწყება აქტიურადაა ჩართული” – გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას ჩამოსვლაში საგარეო უწყება დაეხმარება

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას, რომელიც საბერძნეთში იმყოფება, ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. საქართველოს საგარეო უწყება მზადაა მას დაეხმაროს. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ქალს საზღვრების გადაკვეთის წესები დარღვეული აქვს, შესაბამისად ეს საქმეს უფრო ართულებს.

„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზავრების პროცესში, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში, ასევე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR ტესტირებას“ – აცხადებენ სამინისტროში.

იტვირთბა....