“დაფინასების წყარო არის ღია და საჯარო. ჩვენ პარტიას ჰყავს შემომწირველები ჩვენივე პარტიის წევრები. საჯაროა ეს ინფორმაცია და შეგიძლიათ გაეცნოთ. ასევე ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტი გვაფინანსებს, ქართული ფული. არავითარი უცხო ქვეყნის ფული არ აგვიღია და არ ავიღებთ.”
ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ TV პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.
ცენტრ “დოსიეს” მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსს” საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.