ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს”- 11 წლის ბიჭის და

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა საბერძნეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან ის უკან გააბრუნეს. ამის მიზეზი საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

ამის შესახებ გარდაცვლილის დამ თინათინ აბჟანდაძემ განაცდდა. ის სალჩოს დახმარებას სთხოვს.

“ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო. ვითხოვთ დახმარებას. იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ”, – განაცხადა გარდაცვლილის დამ თინათინ აბჟანდაძემ.

ცნობისთვის,  მომხდარზე სინაგან საქმეტა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა 24 აგვისტოს დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა. ამასთან, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინა.

იტვირთბა....