ბლოგები მთავარი პოლიტიკა

მთავრობა რომელიც შიშით მოვიდა, მთავრობა რომელიც 8 წელია ყიდის შიშს!

ყველას გვეშინია რაღაცის, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რისი ეშინია თითოეულ ინდივიდს, ეჭვგარეშეა, რომ შიში კარგად იყიდება. შიშის აღძვრისადმი განკუთვნილი მესიჯები იშვიათად ჭრიან რეალურ პრობლემებს, თუმცა მათ დროებით დავიწყებაში კი ნამდვილად გვეხმარებიან. ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც სადაზღვეო კომპანიაში იხდის თანხას, დასტურია იმისა, რომ შიში ის პროდუქტია, რომელსაც პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა კომპანიის მარკეტერები უკვე დიდი ხანია წარმატებით ყიდიან.

თუ გაშინებენ, რომ უზარმაზარი ფინანსების გაღება მოგიწევს მანქანის შეკეთებაში, ჯანმრთელობაში ან პოტენციური ხანძრისაგან გადამწვარი სახლის აღდგენაში, ბუნებრივია, რომ შეიძენ დაზღვევას. კოსმეტიკური კომპანიების მარკეტინგიც შიშის ემოციაზეა დაფუძნებული და ამიტომაც გვეუბნებიან, რომ თუ მათ პროდუქციას მოვიხმართ, მალე არ დავბერდებით, დაცული ვიქნებით მზის მავნე სხივებისგან და არც კიბოს საფრთხე დაგვემუქრება.

უამრავი ეფექტური ხერხი არსებობს შიშის გზავნილების გასავრცელებლად  და ადამიანებმაც, მთავარია  ავიცილოთ  პოტენციური, ილუზორული თუ გარდაუვალი  საფრთხე,  მზად ვართ ვიყიდოთ შიში და გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ ესათუ ის პროდუქცია    სიცოცხლეს გაგვიხანგრძლივებს, ნაოჭებს აგვარიდებს    ან  გარდაუვალი სიკვდილისაგან  ვინმე   გვიხსნის.

შიში როგორც  მთავარი მოტივატორი

ფსიქოლოგებისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ, მხოლოდ ორი რამ გვამოტივირებს: შიში ან  სურვილი. თუმცა უამრავი კვლევის შედეგად  დადასტურებულია, რომ  ადამიანები უფრო სწრაფად მოქმედებენ, როდესაც   გაურბიან  ტკივილისა  და შიშის, ვიდრე მაშინ, როდესაც სიამოვნების ან  საკუთარი სურვილების ასასრულების მიმართულებით მოძრაობაა საჭირო. ასე რომ, შიში პირველადი მოტივატორია,რადგან ის დაუყოვნებლივ იწვევს თვითგადარჩენის ინსტიქტის ამუშავებას, გვიბიძგებს მოქმედებისაკენ, გვაიძულებს ვიფიქროთ, გვიყალიბებს მოსაზრებას და  გვავიწყებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- საკუთარ, აუთენტურ, არათავსმოხვეულ სურვილებს. გავრბივართ შესაძლო უარესიდან და უარს ვამბობთ უკეთესზე.

გამოცდილმა მარკეტოლოგებმა და პიარ მენეჯერებმა შესანიშნავად იციან ისიც, რომ შიშზე დაფუძნებული მესიჯები სრულებითაც არაა საჭირო,  ნეგატიური იყოს . პირიქით, ისინი შიშის ემოციას  ირიბად იყენებენ და მის ნაცვლად სტრესისგან თავისუფალ სერვისს, სიმშვიდეს,  და უსაფრთხოების გარანტიას  ყიდიან. ვისაც მოტყუების ეშინია, მას ნდობას მიჰყიდიან,   ხოლო  მათ, ვისაც რისკები აშინებთ, რისკებისაგან თავისუფალ, გარანტირებულ სერვისს სთავაზობენ.ასე რომ, შიშზე  დაფუძნებული მარკეტინგი   აუცილებელი  არ არის ექსტრემალური იყოს. ზოგჯერ მხოლოდ ისიც საკმარისია, ქვეცნობიერი შიში ჩაგვინერგონ და გვითხრან, რომ , ჩვენ არ ვართ ‘’on board’’ და  რაღაც გვაკლია სრულფასოვნებამდე. სწორედ ასეთ მარკეტინგულ  სტრატეგიას ეფუძნება ნაიკის: ‘’ უბრალოდ გააკეთე’;’ ან ეფლის ‘’ იფიქრე განსხვავებულად’’, და  ლორეალის ‘’ შენ ამად ღირხარ’’. რათა  არ შეგვეშინდეს რომ მასიდან გავირიყებით,  ვერ შეგვამჩნევენ ან   სხვებს ჩამოვრჩებით.

პოლიტიკოსები და მარკეტოლოგები შიშზე არანაკლებ ეფექტურად იყენებენ ზიზღის გრძნობას.  ამის დასტურად ფარმაცევტული კომპანიის ის ვიდეორგოლებიც საკმარისია, სადაც ჩანს, კანზე როგორ დაგვაცოცავენ მიკროსკოპული, საზიზღარი არსებები. ან როგორ ‘’აუპატიურებენ’’ ცოცხებით პატიმრებს და როგორ უჭირავთ წამების იარაღები  საქართველოს მაშტაბით  ჯალათის აღკაზმულობაში ბანერებზე გამოკრულ  პოლიტიკურ ოპონენტებს.

მუშაობს თუ არა  ექსტრემალური შიში გრძელვადიან პერსპექტივაში?

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ დადო კვლევის შედეგად მიღებული  მონაცემები, რომლის თანახმადაც ერთჯერადი ექსტრემალური შიში მუშაობს, თუმცა შეზღდული დროით და მხოლოდ იმ შემთხვევაში:

  • როდესაც მოსალოდნელი საფრთხე რეალურია, მაგრამ არა გაზვიადებული
  • როდესაც აუდიტორიას ეძლევა  რელევანტურობის განცდა  განხორციელებულ ქმედებებსა და მოსალოდნელ საფრთხეს შორის
  • როდესაც საფრთხესთან ერთად მისი გადაჭრის გზებიცაა მიწოდებული და ბედნიერი დადასრულის ნათელი პერსპექტივა სახეზეა.

თუმცა იმავე კვლევის მონაცემებით, შიში გრძელვადიან პერსპექტივაში ვერც ზემოთაღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შედეგად  მუშაობს,  ის ძალას კარგავს და საჭიროა ერთი შიში გამუდმებით  სხვა შიშებით ჩაანაცვლო.

მთავრობა, რომელიც შიშით მოვიდა, მთავრობა რომელიც  რვა წელია გვაჭმევს შიშს.

უფასო ფული არ დარიგდა, მაგრამ დადგმული კადრებითა და  ცოცხების შიშით მოსული მთავრობა 8 წელია უფასოდ გვირიგებს შიშის ფართო ასორტიმენტს: პოლიტიკური ოპონონეტების შიში, ეროვნული იდენტობის დაკარგვის შიში, მათ მიერ დაფინანსებული მარშელები და სექსუალური უმცირესობების შიში. ყანდიაშვილ- რამიშვილის ტროლების ფაბრიკა ( 100 ამუშავებული ქარხნის სანაცვლოდ) და მათ მიერ წარმოებული ზიზღი. და ბოლოს როცა ყველა შიში ამოწურეს, ამჯერად  იმ პანდემიის შიში, რომელიც ძალას კარგავს,  მაგრამ რომელსაც შეშინებული ოლიგარქის  წყალწაღებული მთავრობა ხავსივით ეჭიდება და იმ ‘’გმირებისთვის’’ ტაშის დაკვრას გვაიძულებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თავზე აწვიმთ და პაციენტების მიღების ელემენტარული პირობები არ აქვთ დაბინძრებულ და უჟანგბადო გარემოში. იმ გარემოში, რომელიც ერთგვარ კარიკატურულ სახედ ქცეულა ქართული ოცნებისა:  დისკრიმინაციული კარანტინი, ჩაკეტილი და მსოფლიოსგან მოწყვეტილი ქვეყანა, წიხლნაკრავი ემიგრანტები, პატრულის ესკორტით იძულებით კარანტინში  წაყვანილი ადამიანები, სამუდამოდ ფსიქიატრიულში გამოკეტვის მუქარები, დანგრეული ეკონომიკა, განადგურებული ფსიქიკა, უმუშევარი და გაჭირვებული ხალხი, მკვლელობათა საგა, კაგებეს მეთოდები, რუსეთის მიერ დაფინანსებული პარტიები, გავრილოვის ღამე, დათხრილი თვალები  და შვილებისგან მოწყვეტილი ის დედები, რომლებსაც  ოლიგარქის მიერ დაპატრონებულ ქვეყანაში სტუმრადაც აღარ გვიშვებენ.

მარიამ კუკუნაშვილი

იტვირთბა....