ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მშობელი ბაღის შენობაში ვერ შევა – შემუშავდა ახალი რეკომენდაციები და წესები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შემუშავებულია სპეციალური რეკომენდაციები და წესები, რომლებიც ბაღებმა უნდა დაიცვან – ინფორმაციას ამის შესახებ, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ბაღები პირველ ოქტომბერს დაიწყოს, თუმცა ახალი წესის თანახმად, შენობაში მშობელი შესვლას ვეღარ შეძლებს.

„რაც შეეხება რეკომენდაციებს, უპირველეს ყოვლისა, იკრძალება მშობლის შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში. ამ შეემთხვევაში ბაღის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ზომების მიღება. ასევე გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი, საიზოლაციო ოთახი, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან თანამშრომელს დაუფისქირდება ტემპერატურა“, – ამბობს ბექა ფერაძე.

როგორც ფერაძემ აღნიშნა, რაკი მშობელი ამიერიდან შენობაში ვერ შევა, მან მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის აღმინისტრაციის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის ბაღიდან გაყვანა, რაც მოხდება შესასვლელში.

„განსაზღვრული არის რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე. ამასთანავე, ბაღებმა უნდა განსაზღვრონ გრაფიკი, რათა ბავშვების რაოდენობა ჯგუფებში დაბანალნსებული იყოს.

ასევე იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან და ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფიცირება რთულია. რეცხვაზე კი დაწესდება სპეციალური რეკომენდაციები,“ – ამბობს ბექა ფერაძე და ამატებს, რომ სრული პროტოკოლი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

იტვირთბა....