ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჩვენი სტატიები

საქართველოში მოზარდებზე ძალადობის ფაქტები: ვინ ძალადობს ძირითადად და სად ფიქსრირდება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

თერჯოლის მუნიციპალიტეტში11 წლის მოზარდის გარდაცვალებამ, რის გამოც ბრალი მამას აქვს წაყენებული, საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა 24 აგვისტოს დააკავეს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მამაკაცი შვილსა და ცოლზე ხშირად ძალადობდა. ამასთან, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინა.

მომხდარი ტრაგედია არაა ერთადერთი და მსგავსი უამრავი შემთხვევაა, როცა ოჯახის წევრებზე სისტემატიური ძალადობა ხდება. “მეტრონომი” დაინტერესდა, რამდენი მოზარდი ხდება ყოველწლიურად ოჯახში ძალადობის მხვერპლი, ძირითადად,  ძალადობის რა ფორმებია გამოყენებული და როგორი იყო პოლიციის რეაგირება.

შინაგან საქმეთა საინისტროს ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკას 2015 წლიდან აწარმოებს., მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთვის ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა. 2015 წლის განმავლობაში საქართველში ოჯახში 87 მოზარდზე იძალადეს. აქედან 36 მამრობითი სქესის, 51 კი – მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. რაც შეეხება თავად მოძალადეებს, მათი უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელია და საშუალო ასაკი 25-44 წელია. მოძალადეები კი ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიორი ძალადობის ფორმას იყენებენ(2626 შემთხვევა).  2015 წელს ძალადობის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა.

2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 139 მოზარდი გახდა. მათგან 60 მამრობითი სქესის, 79 კი – მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.  მოძალადეების უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელია და საშუალო ასაკი ისევ 25-44 წელია. მოძალადეებმა ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიორი ძალადობის ფორმა გამოიყენეს(3001 შემთხვევა)  ძალადობის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

2017 წლის სტატისტიკაში ვკითხულობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ოჯახში 160 მოზარდზე იძალადეს. მსხვერპლიდან 57 მამრობითი სქესის, 103 კი – მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.  მოძალადეების უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელია და საშუალო ასაკი ისევ 25-44 წელია. ამ შემთხვევაშიც, მოძალადეებმა ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიორი ძალადობის ფორმა გამოიყენეს(4176 შემთხვევა)  ძალადობის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

2018 წელს ძალადობის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამ წელს ოჯახში 275 მოზარდი გახდა ძალადობის მსხვერპლი. მსხვერპლიდან 107 მამრობითი სქესის, 163 კი – მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. მოძალადეების უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელია და საშუალო ასაკი ისევ 25-44 წელია. ამ შემთხვევაშიც, მოძალადეებმა ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიორი ძალადობის ფორმა გამოიყენეს(7109 შემთხვევა)  ძალადობის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

ოჯახძი ძალადობის შემთხვევების ყველზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა. წლის განმავლობაში ოჯახში 598 მოზარდი გახდა ძალადობის მსხვერპლი. მათგან 265 მამრობითი სქესის, 333 კი – მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. მოძალადეების უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელია და საშუალო ასაკი ისევ 25-44 წელია. ამ შემთხვევაშიც, მოძალადეებმა ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიორი ძალადობის ფორმა გამოიყენეს(10266 შემთხვევა)  ძალადობის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, უწყებას ძალადობის შემთხვევები ივნისის თვის ჩათვლით აქვს  აღრიცხული. მხოლოდ 6 თვის განმავლობაში კი ოჯახში 2019 მოზარდზე იძალადეს. აქედან 89 მამრობითი სქესის, 130 კი – მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. რაც შეეხება თავად მოძალადეებს, მათი უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელია და საშუალო ასაკი 25-44 წელია. მოძალადეები კი ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიორი ძალადობის ფორმას იყენებენ(4879 შემთხვევა). ამ წელსაც ძალადობის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის მონაცემები სრულად არ არის, არსებული სტატისტიკიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ამ წელსაც ოჯახში მოზარდებზე ძალადობის მაჩვენებელიც წინა წლებთან შედარებით ბევრად მაღალია. არსებული სტატისტიკა ცალსახად ნათელს ხდის, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტები ყოველწლიურად იზრდება.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობას, 2015 წელს პოლიციამ 2722 ოდენობის შემაკავებელი ორდერი გამოწერა, 2016 წელს – 3089 რდერი, 2017 წელს – 4370 ორდერი, 2018 წელს – 7646 ორდერი, 2019 წელს – 10266 ორდერი, 2020 წელს – 5304 ორდერი.

ამ მონაცემებიდან ასევე, აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ძალადობის მსხვერპლ მოზარდებში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ჭარბობს, რაც გენდერულ უთანასწორობის პრობლებაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

თათია შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....