თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია როზა ბოგვერაძე მამისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დამნასავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
როგორც გარდაცვლილი მოზარდის ბებია აცხადებს, ბავშვზე ძალადობის ფაქტზე შესაძლოა, პოლიციაში ოფიციალურად შეტყობინება არ იყო შესული, მაგრამ სამართალდამცველებმა იცოდნენ, რომ ბრალდებული სისტემატიურად ზალადობდა მეუღლეზე.
ცნობისთვის, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მმოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე მოზარდის მამას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მამაკაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა.
ამასთან, მომხდარზე სინაგან საქმეტა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა.
შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა 24 აგვისტოს დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა. ამასთან, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინა.