ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შაქარაშვილი აშველებდა. როდესაც შემოვიდა მითხრა, რომ ასეთი რამ პირველად ნახა 21-ე საუკუნეში” – ბრეგვაძე

“გიორგი შაქარაშვილი პირველად დაბადების დღეზე რომ ვნახე, ძალიან კომუნიკაბელური, ხალისიანი და კარგი ბიჭი იყო. ჩხუბი რომ მოხდა, გასული იყო, აშველებდა ყველას. როდესაც შემოვიდა, ვკითხე რა მოხდა-მეთქი და მიპასუხა ასეთი რაღაც პირველად ვნახე ამდენი წლის განმავლობაშიო. ძალიან გაკვირვებული იყო, რომ ასეთი რაღაც ხდება 21-ე საუკუნეში და საქართველოში.”

იაკობ ბრეგვაძე – გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე.

ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. 

ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი  სასამართლომ პატიმრობა დატოვა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....