თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მამის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოზარდის მამა წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ის სხდომაზე სიტყვით წარსდა, რა დროსაც განაცხადა, რომ “ცამდე მართალია.”
მანამდე, ბრალდებულმა ადვოკატის აყვანაზე უარი თქვა.
ცნობისთვის, მომხდარზე სინაგან საქმეტა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა.
შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა 24 აგვისტოს დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა. ამასთან, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინა.