ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შატილის ტურში გარდაცვლილი კაცის შვილი განცხადებას აკეთებს

23 აგვისტოს შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ირკვევა, რომ მოგზაურობას ერთი კომპანიის 6 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“სისაურის ხინკლის” დირექტორი დავით სისაური და მისი 5 თანამშრომელი ტრაგედიის ადგილზევე დაიღუპნენ.

დავით სისაურის შვილი, თეა სისაური ამბობს, რომ კომპანიას პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან უამინდობის მიუხედავად ტური არ გადადეს.

“თვითმხილველი არავინაა არ ვიცით რა მოხდა. ასეთ ამინდში არ უნდა წასულიყო. თავსხმა წვიმა იყო უნდა გადაედოთ ტური, მაგრამ საღამოს დარეკეს და თქვეს, რომ არ გადადეს. დილით ვეხვეწებოდი მამაჩემს არ წახვიდეთქო, მაგრამ ტურით წავიდა,” – აცხადებს გარდაცვლილი დავით სისაურის შვილი თეა სისაური.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....