“იქ ავტომობილი 5 დღე ვერ იქნებოდა. ზუსტად სამი დღე – 13, 14, 15 აგვისტოს ზედიზედ დილას და საღამოს თეთრწყაროელმა კაცმა ჩუმად გადაიღება ნახირი, თუ როგორ ძოვდა საძოვარში, ყვითელი ლენტით შემოღობილ ადგილზე. ხუთი დღით ადრე კი არა, ზუსტად იმ მომენტში არის მიყვანილი ავტომობილი, 21 ივლისს ღამით.”
მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.