ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მწყემსმა გამომძიებელს პირად ნომერზე დაურეკა და მანქანის პოვნის შესახებ აცნობა – “ფორმულა”

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ჯიმშერ აფციაურის ჩვენების მიხედვით დასტურდება, რომ მწყემსმა გამომძიებელს პირად ნომერზე დაურეკა და მანქანის პოვნის შესახებ აცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. როგორც ირკვევა, მან ახალგაზრდა ქალის საქმის გამოძიება დაიწყო, თუმცა 3 დღეში შვებულებაში გავიდა. ჩვენებაში არაფერი წერია დრონით მიმდინარე სამძებრო სამუშაოებზე და არც ისაა გარკვეული, რატომ დაურეკეს გამომძიებელს პირად ნომერზე.

ამ წუთებში პროკურატურაში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ახალ შუამდგომლობას აყენებს, რომ ხელახლა გამოიკითხონ ის მოწმეები, რომელთა ბუნდოვანი ჩვენებებიც გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეში დევს. დღესვე პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ფიგურირებს.

შეგახსენებთ,  თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....