“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე გამოეხმაურა რუსული საინფორმაციო სააგენტოს, “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას, სადაც პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები, ირმა ინაშვილი და მისი თანაპარტიელი დავით თარხან მოურავი კრემლის რჩეულებად არიან დასახელებულნი.
ელისო კილაძე აცხადებს, რომ ეს იაფფასიანი სკანდალია და სოციალურ ქსელში აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს.
“ნამეტანი იაფფასიანი სკანდალია პატრიოტებზე ბოკერია-ვაშაძის ძმაბიჭისგან.
პუტინის ადმინისტრაციიდან დოკუმენტები ასე არ ჟონავს-არც ანგარიშები დგება შავ ფულზე.
მეტი კრეაწივი!
სკანდალის მნიშვნელობა უნდა გასწავლოთ” – წერს კილაძე.
“დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. რუსული მედია წერს, რომ კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა იმისათვის, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.