კომპანია, რომლის მიკროავტობუსიც 23 აგვისტოს შატილში 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს.
ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით, რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან.
ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას, რაც კი ხელთ გვაქვს, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 17 პირი და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.