საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ირკვევა, რომ გარდაცვლილი ხანში შესული ქალია, რომელიც მცხეთის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული. სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, გარდაცვლილი 87 წლის ქალია. პაციენტს მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
„ჰქონდა თანმხლები დაავადებები: გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ჰქონდა გართულებები, რაც შეიძლება ახლდეს კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას. ბოლოს განუვითარდა ქვემო კიდურის არტერიის ანევრიზმის რუპტურა. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, თუმცა არსებული რთულად მიმდინარე კოვიდინფექციის და თანმხლები დაავადებების გამო, ვერ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება“ – განაცხადა მუმლაძემ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ 1421 პაცინეტია ინფიცირებული, გამოჯანმრთელებული კი, 1137-ია.