ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საქმის ახალი გარემოებები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და გამოძიებას თავდაყირა აყენებს” – ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

“სამი დღეა, ვიხვეწები, გამიგეთ ვისი ნომრებია-მეთქი და არ დააყენეს საშველი. ერთი თითის დაჭერა უნდოდა და ამოყრიდნენ იმ ნომრებს, მაგრამ არ აწყობდათ და უნდათ, რომ შეფუთონ ან სხვა მანქანებზე გადააკრან ის ნომრები.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა

დაღუპულის ოჯახისა და მათი ადვოკატის აზრით, საქმის ახალი გარემოებები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და გამოძიებას თავდაყირა აყენებს. 

ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია განცხადებით, ფონიჭალის კამერებში დაფიქსირებული სამი მანქანა, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილს მისი გაუჩინარების დღეს უკან მიყვებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მანქანებია.

შეგახსენებთ,  თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....