“საზარელი ტრაგედია მოხდა შატილის გზაზე. დღეს დავბრუნდი თუშეთიდან, პირველად ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ამ გასაოცარ ადგილზე მოსახვედრადაც, სიცოცხლეს რეალური რისკის ქვეშ აყენებს ყველა, ვინც მანქანით მოგზაურობს. უბრალოდ სირცხვილია 21-ე საუკუნეში გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი ტრანსპორტის მართვის სისტემა და ადამიანების სიცოცხლით თამაში-ან გაუმართლებს ან არა… ჩვენ გაგვიმართლა, გამოცდილი მძღოლი გვყავდა. შატილში დაღუპულებს, არა.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.