ადვოკატებს უარი ეთქვათ ცალკე წარმოებად საქმის გამოყოფაზე. ამ ეტაპზე ეს გარემოება ემსახურება საქმის გაჭიანურებას და დღეის მდგომარეობით, არარელევანტურია. თუ საქმე გამოიყოფა, ეს პიროვნებები ისევ პატიმრობაში დარჩებიან.”
დავით ყაზარაშვილი – გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი
ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებტან მცხეთაში, სასამართლოს პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული საბურთალოელების – საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძისა და საბა გოგშელიძის ადვოკატები პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფების საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მოთხოვნით მიმართეს. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბრალდებული “საბურთალოელების” საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის საფუძველი არსებობს.
ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში,19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი იმართება. მოსამართლე დღეს 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობითაც მიმართავს.