19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული საბურთალოელების – საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძისა და საბა გოგშელიძის ადვოკატები პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფების საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მოთხოვნით მიმართეს.
როგორც ადვოკატები ჟურნალისტებთან აცხადებენ, ბრალდებული “საბურთალოელების” საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის საფუძველი არსებობს.
“მივმართეთ გენერალურ პროკურატურას სამი პირის, მათ შორის საბა ჩხატიშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის თხოვნით. მათი ინტერესების დამცველებმაც რამდენადაც ვიცი, მიმართეს აღნიშნული მოთხოვნით. არგუმენტებს მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება გადაწყვეტილება გამოყოფის თაობაზე. არსებობს საფუძველი აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს,“ – აღნიშნა დავით ჭიკაიძემ.
ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში,19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი იმართება. მოსამართლე დღეს 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობითაც მიმართავს.
ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი სასამართლომ პატიმრობა დატოვა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.