ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ შემძრა”- ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შატილში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც ივანიშილმა სამძიმრის წერილში აღნიშნა, ის ტრაგედია რაც მოხდა, შემზარავია.

„შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის სამძიმარში.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა კი მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან კი16 საქართველოსი, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსი მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....