“თავი შევიკავე, თვის ბოლომდე არ არის ბევრი დრო დარჩენილი. თან, ბავშვს იმდენად დაუმძიმდა სული, რომ მინდა, ნორმალურად ჩავატარო ეს ორმოცი და თვის ბოლოც მოვა. ოთხშაბათს არის ორმოცი, კვირას პროკურატურასთან გავმართავ აქციას.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.