წყნეთი-ბეთანიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, “პორშეს” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის ავტომობილიდან გადმოსაყვანად მაშველებს სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს