“მე მინდა მივმართო აგრეთვე ბ-ნ დიმიტრი ხუნდაძეს, თავი შეიკავოს ჩვენს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკისა და საყვედურებისაგან და თუ ძალიან უნდა თავისი კრიტიკა და საყვედურები მიმართოს მათკენ, ვინც რეალურად არის პასუსიხსმგებელი შექმნილ სიტუაციაზე”
თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძეს პროგრამის დატოვებაზე სოციალური სააგენტოსთვის წერილით არ მიუმართავს.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სტაციონარულად მკურნალობა, რის მიზეზადაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობას ასახელებს.
ასევე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებულ ვითარებასა და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე.